უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება – “სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა – რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა” – ამბობს მდინარაძე:
„ის არის „ნაცმოძრაობის“ გუნდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელი, ისეთივე თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, იმ რუსული საქმისა, როგორიც ყველა დანარჩენი ლიდერი „ნაცმოძრაობიდან“. ის ახსენებდა „რუსული ოცნებაო“ და ეს მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული უკვე 10 წელზე მეტია.
ყველა მათ წარმომადგენელს მოვუწოდებ, თავის თავთან მაინც დასვან შეკითხვა, როდესაც რუსულ საქმეზე ლაპარაკობენ, რატომ დაუჭირა მათმა პარტიამ მხარი ქართველი ჯარისკაცების მიერ ვითომ ომის დაწყებას, რატომ დაუშვეს ეს? ამაზე დიდი ღალატი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა! 10 წელი მალეს ეს ამბავი და ბოლოს მაინც გამოჩნდა”
კომენტარები