ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მორიგი პოლიტიკური შულერობა ოდენ ნაცსექტის hardcore ნაწილის გასამხნევებლად.
კი, ჰამოვა, მაგრამ როდის, თვითონაც არ იცის.
31 ოქტომბრამდე ექნება მსგავსი ტრაგიკომიკური მიმართვები, უკრაინის ულამაზესი ლანდშაფტებიდან კლიპები, პერფორმანსები და ა. შ.მანამდე “პრემიერის პოსტს კვლავ დაიკავებს” ჯუნიორ ვაშაძე, მერე ისევ “აახევენ” და vice versa.
1 ნოემბრიდან, “ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვებიდან რამდენიმე კვირა დისტანციურად იჭყლოპინებს, შემდეგ კვლავ full-time უკრაინელი “რეფორმატორი” გახდება. თუმცა, როდის გამოაბუნძულებენ უკრაინის რეფორმების აღმასკომიდან, ეს მხოლოდ რამდენიმე თვის ამბავია…”
კომენტარები