ნებისმიერი გამარჯვების ფორმულა მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ განიხილება”,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა „ნაცმოძრაობა” რომ სააკაშვილი მათი პარტიის სიის პირველი ნომერი იყოს, მიუხედავად კანონში არსებული წინააღმდეგობისა, დეკანოიძე გვპასუხობს:
„რას ნიშნავს გამორიცხვა? ჩვენ სიის ათეულზე, ჯერჯერობით, არ გვაქვს საუბარი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერი სტრატეგია წარმოუდგენელია. სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ ვერაფერს გეტყვით.
არ ვიცი, როგორ შეიძლება საკანონმდებლო დონეზე, რომ სააკაშვილი სიაში იყოს, მაგრამ ნებისმიერი გამარჯვების ფორმულა მიშას გარეშე არ განიხილება. ჩვენი სტრატეგია და გამარჯვების ფორმულა განხილული იქნება ყველა ადამიანთან და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.”
კომენტარები