„საქართველოს ავიახაზების“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ ექსპეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯით მსოფლიოს უვლიდა გარშემო. ამ თემაზე კომენტარი მან „იმედის კვირასთან“ გააკეთა. მისი განმარტებით, ფრენების უმეტესობა სააკაშვილის სურვილით იყო შესრულებული და არა სახელმწიფო ინტერესებით ნაკარნახები.
„ესკობარის კუნძულზეა ნამყოფი. აინტერესებდა მსოფლიო და უვლიდა მსოფლიოს. სად არ არის ნამყოფი. მაჩუ-პიქჩუს აეროპორტია 2400 მეტრზე და იქ აფრენის წონა შეზღუდულია. მფრინავებმა გააფრთხილეს, ამდენი ადამიანით არ შეიძლება რომ ავფრინდეთო, მაგრამ მაინც არ გაითვალისწინეს და პრაქტიკულად საფრთხის წინაშე დააყენეს როგორც ეკიპაჟი, ასევე საკუთარი თავი. ძლივს აფრინდნენ მაჩუ-პიქჩუდან.
მფრინავები იყვნენ გაუსაძლის მდგომარეობაში. არ იცოდნენ როდის გაფრინდებოდნენ, როდის მოფრინდებოდნენ. 12-14 საათი თვითმფრინავზე ელოდებოდნენ. ვთქვათ, დანიშნული იყო გაფრენა დილის 10 საათზე – თუ საღამოს 10 საათზე მოვიდოდა, ეს უკვე ძალიან კარგი იყო. შეიძლება მეორე დილით მოსულიყო.
ყველა ეს ფრენა დაფინანსებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რა საკვირველია და შემთხვევების 99%-ში შემკვეთი იყო თავდაცვის სამინისტრო. იშვიათი ფრენის დროს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – იხსენებს გაიაშვილი.
კომენტარები