უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საზღვარგარეთ საჭიროებს.
“მიხეილის მკურნალობის გაჭიანურებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ინვალიდობა, მომავალში სიკვდილიც კი. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის მიხედვითაც ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.
დენისოვამ აქვე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ.
კომენტარები