“მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის “მკვდარი ნომერი“ იქნება, რაც არ უნდა თანამდებობა დაიკავოს. სააკაშვილი მთელ მსოფლიოს ყელში ამოუვიდა. ყველას უნდა, რომ ის ციხეში ჩასვას, რათა გაჩუმდეს“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
“უკრაინას მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდება. როგორც კი ზელენსიმ დაინახა, რომ რადაში სააკაშვილი “მკვდარი ნომერია“და მის მიმართ დეპუტატების გაღიზიანება არსებობს, ვიცე-პრემიერის პოსტიდან მისი კანდიდატურა მაშინვე გაიწვია.
ვფიქრობ, რომ ზელენსკი ვიცე-პრემიერად სააკაშვილის კანდიდატურის წარდგენის ინიციატორი არ იყო. სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენას ვერანაირად მოახდენს. უკრაინაში ყველაფერს გააკეთებენ, რომ სააკაშვილი “ქორწილის გენერალი” იყოს“
კომენტარები