უკრაინის პრეზიდენტმა განიხილა და მხარი დაუჭირა წინადადებას მიხეილ სააკაშავილის მინისტრთა კაბინეტში დანიშვნის შესახებ, რომელსაც უმაღლესი რადის დამტკიცება არ სჭირდება, – ამის შესახაბ უკრაინული გამოცემა ZN.UA ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, ზელენსკი აპირებს სააკაშვილი მინისტრთა კაბინეტში თავის წარმომადგენლად დანიშნოს. ამავდროულად საქართველოს ექსპრეზიდენტი შესაძლოა რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივანიც გახდეს, რომელსაც ახლა ზელენსკი ხელმძღვანელობს.
გამოცემის ცნობით, თუ ზელენესკი არ გადაიფიქრებს, სააკაშვილი უკვე მომავალი კვირის დასაწყიში დაინიშნება.
კომენტარები