პარტია “კანონი და სამართალის” გენარალური მდივანი, ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში, წერს:
“საგანგებო მდგომარეობით კიდევ უფრო დამძიმდა ჩვენი მოსახლეობის ყოფა, ოჯახები, რომლებიც პანდემიამდეც უმძიმეს სოციალურ პირობებში იმყოფებოდნენ, უფრო მეტი სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ. უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია ქართული ემიგრაცია !
ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა ამ ხნის მანძილზე გადაუდებელ საჭიროებებზე მივმართავდით ხელისუფლებას, თუმცა მათგან არ გვქონია ადეკვატური რეაგირება, ჩვენ,#კანონიდასამართალი 5 პუნქტიანი გეგმით გამოვედით, გიორგი ვაშაძე სწრაფ ტესტებს ითხოვს, მიხეილ სააკაშვილი პირბადეებს და ანტისეპტიკურ ხსნარებს ურიგებს მოქალაქეებს და სად არის მთავარი პასუხისმგებელი პირი ბიძინა ივანიშვილი ???
მე არ მჩვევია სხვის ჯიბეში არსებული ფულის დათვლა, ოჯახის წევრების ჯიბეშიც კი არ ვიხედები დაუკითხავად, მაგრამ ახლა, როცა ჩემს ხალხს ასე უკიდურესად უჭირს, პასუხს ვთხოვ მატყუარა მილიარდერს, რომელიც სად იმალება არავინ იცის ! გამოდი და პასუხი აგე ქართველი ერის წინაშე, გამოდი და გინდა შენი მიტაცებული პირადი ბიუჯეტით გინდაც შენს მიერ შექმნილი კლანის ჯიბეებიდან უზრუნველყავი რომ არცერთ მოქალაქეს ამ კრიზისის დროს არ მოშივდეს და არ მოსწყურდეს, არცერთ მოქალაქეს არ შეუწყდეს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ინტერნეტი !!!”
კომენტარები