“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მიხეილ სააკაშვილი ამ არჩევნების შედეგად საქართველოს პრემიერი ვერ გახდება.
რაზეა კამათი, საერთოდ ვერ ვხვდები.
როგორ უნდა მოაგროვოს 76 ხმა?
რა გიჟურ საფრთხეებს სახავთ?
ან გიორგი ვაშაძემ როგორ უნდა მოაგროვოს 76 ხმა?
ისეთი პრემიერი იქნება, რომელსაც რამდენიმე პარტიის მხარდაჭერა სჭირდება და როგორ წარმოგიდგენიათ ან ერთმა, ან მეორემ ეს პროპორციული არჩევნების შედეგად შეძლოს?
უფრო მეტიც – სულ რომ რევოლუციური გზით წავიდეს პროცესი, სააკაშვილი მაინც ვერ მოახტება. ზუსტად ისე, როგორც შარშანდელ პროტესტში ვერ ჩაეწერა, იგივე დაემართება აქაც.”
კომენტარები