გუბაზ სანიკიძე, “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:
“რაც უფრო მეტ სისულელეს ჩაიდენ, ის მეტად ძლიერდება, რას გატეხავთ სააკაშვილს, სალი ქვაა… ადრე რა იყო არ ვიცი, დიდი ხანია არ მქონია ურთიერთობა, ახლა რომ ვიცნობ, ის არის გრანიტი, ვერაფერს უზამთ, ვერ გატეხავთ და ის დაგფშვნით ყველას. მიშა სააკაშვილი მოგიღებს, “ქართულო ოცნება” ბოლოს, რაღაც ნაწილი წახვალთ სახლებში, დიდი ნაწილი წახვალთ ციხეში და მოგიწევთ ნაქურდალის დაბრუნება.
არა მაქვს უფლება, სააკაშვილს ვურჩიო რამე, ახლა ის არის ფრონტის წინა ხაზზე, მახვილია, მახვილის მახვილია. მე შეიძლება ჩემი მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ ახლა ის ჩადის დიდ პოლიტიკურ და მორალურ აქტს და ვინ რა უნდა ურჩიოს?”
კომენტარები