რეჟისორი, ქეთი დოლიძე, “ჯორჯიან თაიმსთან” ამბობს:
“სააკაშვილი შემოიტყუეს და კარგადაც შემოიტყუეს, ის უნდა იჯდეს ციხეში, უნდა აგოს პასუხი… გაბრიყვდა და შემოიტყუეს… თაკოს ვინ ეკითხება მის შემტყუებას, სადა აქვს თაკოს ასეთი პოლიტიკური ძალა? ვისაც უზის ციხეში იმან შემოიტყუა. აქ უნდა მოიხადოს სასჯელი, ქართველი ხალხის წინაშე. არ დაიწყოს ახლა, ეს ააშენა, ის ააშენა, სულ არ მინდა მაგის აშენებული… პროვინციელია.. მარტო პროვინციელი შეიძლება იყოს გაგიჟებული, მაიამი აქ უნდა გავაკეთო, მეორე მაიამი უნდა გავაკეთო… არა, რაის კუნძული, არც ეგ მომწონს, მართალი რომ გითხრათ, ძირძველ ბათუმს ხელი არ უნდა ახლონ.”
კომენტარები