უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო “პირველებთან” სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა სპეცოპერაცია იყო.
სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში არ იყო მხოლოდ სურვილი, არამედ ის იყო გარკვეული სპეცოპერაცია, რომელიც ორგანიზებული იყო გარკვეული ადამიანების მიერ, რომ ის შეეტყუებინათ ისეთ ვითარებაში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ეს არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვიცით, რომ სპეცსამსახურებს შეუძლიათ ძალიან კარგად მუშაობა. სხვათაშორის, ეს ვარიანტი არ უნდა იყოს გამორიცხული, მათ შორის, იმ ადამიანების მონაწილეობით, რომელსაც აქვთ ლომის წვლილი ამ საიდუმლო გეგმის სისრულეშ მოყვანასთან დაკავშირებით. მათ შორის, მე ვსაუბრობ სააკაშილის დაკავებასა და პატიმრობაზე. ის ახლა ციხეშია, იმიტომ, რომ ასე პუტინს უნდა, – თქვა იასკომ.
კომენტარები