დავით დარჩიაშვილი აშშ-სა და ევროკავშირს მიმართავს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განცხადება მან twitter-ის გვერდზე გაავრცელა.
“სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს ციხეში შიმშილობისგან კვდება. თუ არაფერს გააკეთებთ, მირჩევნია ვიყო რუსული სატანკო ეკიპაჟის წევრი, ვიდრე ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მომხრე, როგორც ადრე ვიყავი.
ევროკავშირისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ამაზე მეტად არაფერია მნიშვნელოვანი,” – წერს დავით დარჩიაშვილი ტვიტერზე.
ექსპრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 1 თვეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა.
კომენტარები