„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე, ტვ პირველთან, ამბობს:
„რაც შეეხება სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის მთლიანად მიწასთან გასწორებას, ჩემთვის და ყველა თავმოყვარე ადამიანისთვის, ოღონდ, არა მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე განადგურებული პოლიტიკური ფიგურაა მას შემდეგ, რაც მან ჩათვალა, რომ ბიძინა ივანიშვილთან თავის შეცოდებით და მორიგებით შეძლებდა თავისუფლების მიღწევას. ის საკუთარ პარტიასაც კი არაფუნქციურს გახდიდა, ოღონდ მიეღწია თავისუფლებისთვის და ამ ნაბიჯის გადამდგმელი კაცი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსი, უკვე აღარ არსებობს“
კომენტარები