“გურამ შარაძის საზოგადოება” სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
“მეგის ქარდავა ყველამ დაივიწყა. მე კი მგონია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი გმირია. არ მგონია შემთხვევითი მისი დაკავებისთანავე, სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა. ბევრი ამბობს და ვეთანხმები – გეგმაში ციხეში ჩაჯდომა რომ ჰქონოდა, ჩამოვიდოდა პირდაპირ თვითმფრინავით. არა, ქურდივით შემოიპარა, მერე გაავრცელა ფეიკ-ვიდეოები ვითომ ბათუმიდან, რომ მეტი დაბნეულობა შემოეტანა და ბევრს, მათ შორის ხელისუფლებას, კიდევ უფრო ერწმუნა, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც იტყუებოდა. მის სექტას ისედაც ყველაფრის სჯერა და არჩევნებში მობილიზაციისთვის, ფეიკიც საკმარისი იყო. მთავარი – 3 ოქტომბერს, როდესაც არჩევნების შედეგებით „განრისხებული“ ე.წ. ოპოზიცია რუსთაველზე შეიკრიბებოდა, ხალხის შუაგულში მიშა აღმოცენდებოდა. ყველა შემთხვევაში მოგებული იქნებოდა – არეულობა უსისხლოდ არ დამთავრდებოდა და თუ დამთავრდებოდა, ხომ კარგი – სააკაშვილს სამუდამოდ დაერქმეოდა ,,ხავერდოვანი“ რევოლუციონერის სახელი.
,,მშვენიერი“ გეგმაა, თუმცა რისკიანი. საერთაშორისო მასშტაბით, დიდი გარანტიები რომ არ ჰქონია, ნათელია – მისი თავგამოდებული დამცველებიდანაც ყველა ვერ ბედავს ხმის ამოღებას. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით და ეს იმის მანიშნებელია, რომ ასეც დარჩება, ისევისე ,,ოცნებამ“ თუ არ დაიყარა თავზე ნაცარი.
რამ წაიყვანა სააკაშვილი ამ რისკზე? მისი „სიმამაცე“ ყველამ კარგად ვიცით. არ არის გამორიცხული, რომ ამის მიზეზი მეგის ქარდავა იყოს. შესაძლებელია, სააკაშვილს სხვა გზა არ ჰქონდა – ან ახლა უნდა აეღო ხელში ხელისუფლება და გადაერჩინა თავი და საკუთარი ბანდაც, ან არასდროს. მან ყველაზე კარგად იცის, მეგის ქარდავამ პირი თუ მოაღო, რაებს აეხდება ფარდა, მაგრამ მოაღებს? ხელისუფლებას თუ უნდა, მოაღებს.
ესაა ჩემი განწყობილება ცოტა შეგრილებულ თავზე. როგორც არ უნდა იყოს, სიხარული, რომ მამაჩემის მკვლელობის შემკვეთი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ციხეში ყრიან, არ გამნელებია.”
კომენტარები