საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია, დაკითხვაზე დაიბარეს. ლილუშვილის უწყებამ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრი სუს-ში მას შემდეგ გამოიძახა, რაც ალასანიამ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.
საქმე ეხება უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც გამოცემის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და მისი ბიძის საუბარია ჩაწერილი.
მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას, სავარაუდო აუდიოჩანაწერი 2018 წელს გავრცელდა.
აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, ლაპარაკი იყო საქართველოში არჩევნების წინ მობილიზებაზე.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას თემურ ალასანიას დაკავება სურს.
“საქმე აღძრულია არა თემურ ალასანიას წინააღმდეგ, არამედ თემურ ალასანიას წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, კერძოდ, ვინ უსმენდა თემურ ალასანიას უკანონოდ.” – აცხადებს ოპოზიცია.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები