ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ამბობს, რომ ვითარება ორივე მხარისთვის თითქოსდა ხელსაყრელ პოლიტიკურ ვითარებას ქმნის, თუმცა ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამება
“მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ არალეგალურად გადაეკვეთა ქვეყნის საზღვარი, ვფიქრობ, პოლიტიკური კატასტროფაა. საქართველოში დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ძალაუფლების უკიდურესი პერსონალიზება. პოლიტიკურ დინამიკაში სააკაშვილის თავიდან შემოსვლას ქართული პოლიტიკა ნამდვილად ერთ კონცეფტამდე დაჰყავს: ესაა „მიშა-ბიძინას წინააღმდეგ“ და ეს მნიშვნელოვნად ტოქსიკურ და მომწამვლელ ატმოსფეროს ქმნის. ეს ისრუტავს ჟანგბადს მთელი პოლიტიკური დინამიკიდან”, – ამბობს ყოფილი ელჩი და დასძენს, რომ ვითარება გარკვეულწილად, ორივე პოლიტიკური მხარისთვის მომგებიანია.
“მიშასთვის, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა ტენდენცია, რომ სურს გამოიყენოს ქუჩა. არ ვიცი ვუწოდებდი თუ არა პოლიტიკურ პატიმარს, ეს სხვა ორგანიზაციებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის არსებობა აძლევს ერთგვარ მიზეზსა და გამართლებას დემონსტრაციებს, რომლებიც შეიძლება ძალიან სწრაფად გარდაიქმნას ძალადობად. „ქართული ოცნების“ მხარეს კი არის ლიდერობა, რომელიც ფოკუსირებულია, მონსტრი „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების მცდელობაზე. ისინი ხელებს ისრესენ იმ შესაძლებლობით, რომ გასრისონ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს თავდაყირა აყენებს პოლიტიკურ დინამიკასა და წონასწორობას. მისი გასამართლება იქნება ცირკი და ეს არ იქნება საქართველოს ინტერესებში”, – ამბობს იან კელი.
ამერიკის ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ საუკეთესო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, იყო საზღვრის არალეგალური გადმოკვეთისთვის “მისი პოვნა და უკან გაბრუნება”.
წყარო – ამერიკის ხმა
კომენტარები