“ენმ”-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე, ავრცელებს სქრინებს და წერს:
“თქვენ მართლა საბოლოოდ გაგიჟდით?
რა ზღაპრებს ავრცელებთ..
რას ბოდავთ
შალიკო რამიშვილს არ უკადრია მსგავსი რამ.
ცომაიას უთქვამს თურმე ჩვენებაშიო
არსად დახვდნენ მიშას არც ფოთშო არც აბაშაში არც ქუთაისში არადა გამალებული ურეკავდა პარტიის ლიდერებსო.
სუსის მიერ გატეხილმა და საპროცესო გაროგებისთვის გამზადებულმა ცომაიამ რაც თქვა, ვიდეოც დევს საზმაუზე და აქვე კომენტარში ლინკსაც ჩავაგდებ ტექსტური ვარიანტის.
სად წერია მსგავსი რამ
აი თქვენ კი, ამ საზიზღრობის შემთზველები ხართ მართლა სუსი, ან მართლა სასარგებლო იდიოტები
ორივე შემთხვევაში მიშას და ჩვენი ყველას ბრძოლისთვის ხელისშემშლელები
ახლა კიდევ გამოდეთ სტატუსები, კრიტიკას გვიკრძალავენო.
ჩემზე რა სიბინძურეებსაც თხზავთ, გიტარებთ, მაგრამ აი ეკაზე ამას არ გაპატიებთ.
თქვე უსინდისოებო..
ერთგან რომ შემხვედროდა, არ მივაქცევდი ყურადღებას მაგრამ მორიგ ბინძურ კამპანიას იწყებთ აშკარად
ამჯერად გვარები დავბლარე , მხოლოდ ამჯერად.
ენმ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებო!!
გონს მოდით, დაბლოკეთ ეს ადამიანები და ნუ ატირაჟირებთ ამ ბოდვებს , ამ სიბინძურეს!!!
სირცხვილია ბოლოსდაბოლოს.
ასე როგორ ათამაშებინებთ თავს ერთუჯრედიან ქოცებს.
გთხოვთ, დაარეპორტეთ ამ ბინძური ჭორის გამავრცელებელი არაადამიანები.
წარმომიდგენია ამის შემყურე, როგორ ხარობს მთელი საქოცეთი.”
შეგახსენებთ, პროკურატურამ წინა ხელისუფლების შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მას მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავებიან.
ლორთქიფანიძე ცომაიასთან ნაცნობობას არ უარყოფს, თუმცა გამორიცხავს დანაშაულთან კავშირს. მისი ადვოკატები ელგუჯა ცომაიას მამხილებელ ჩვენებას მისთვის საპროცესო შეთანხმების დაპირებით ხსნიან, პროკურატურის მტკიცებით კი ლორთქიფანიძე ელგუჯა ცომაიას მითითებებს აძლევს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მტკიცებულება ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ცომაიას ჩვენება იქნება .
ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ სააკაშვილის ადვოკატებმა, რომლებიც ასევე იცავდნენ ამ საქმეზე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიასა და მამა-შვილ წოწორიებს, ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ მათ აღარ დაიცავენ.
ელგუჯა ცომაიას ჩვენებები (სტილი დაცულია) “კვირის პალიტრამ” გაავრცელა:
„…2021 წლის აპრილში, როდესაც ვიყავი კიევში, “ვოთსაფის” მეშვეობით დამიკავშირდა გია ლორთქიფანიძე და მთხოვა შეხვედრა. შევხვდი იმავე დღესვე სავაჭრო ბაზაში… მკითხა, შემეძლო თუ არა ჩემი სატვირთოთი საქართველოში ჩამეყვანა მიხეილ სააკაშვილი. დავეთანხმე. ამ საუბრის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. შემდეგ კიდევ ერთხელ მომიწია უკრაინაში ჩასვლამ, თუმცა მაშინ გია არ მინახავს… აგვისტოში გარდამეცვალა მეუღლე… ჩემი მეუღლის 40-ის შემდეგ “ვოთსაფით” დამიკავშირდა გია ლორთქიფანიძე და მითხრა, პირველივე გემს გავყოლოდი უკრაინაში ჩემი სატვირთო ავტომობილით, რათა მიხეილ სააკაშვილი წამეყვანა საქართველოში. როგორც მახსოვს, 19 ან 20 სექტემბერს ფოთის პორტის გავლით წავედი უკრაინაში. აქვე განგიმარტავთ, ამ სატვირთო ავტომობილით იმიტომ წავედი, რომ მას ჰქონდა სპეციალური ნებართვა, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილი ვიყავი საქართველოდან უკრაინაში და პირიქით, გადამეტანა ტვირთი.
გარდა ამისა, ეს ავტომობილი იყო უფრო გამართული, ჰქონდა დამატებითი მოსათავსებელი ადგილი კაბინაში. თუკი ჩვეულებრივ სატვირთო ავტომობილებს მოსასვენებელი ადგილი აქვს მძღოლის სავარძლის უკან, ამას დამატებით ადგილი აქვს საჭის ზემოთ, წინა მხარეს, ანუ მძღოლის თავზე. საქართველოდან უკრაინაში ტრაილერით წავედი ტვირთის გარეშე, რადგან სრულიად მოულოდნელად გია ლორთქიფანიძის დარეკვის შემდეგ მომიწია წასვლამ.
გემი შევიდა ოდესის (ჩერნომორსკის) ნავსადგურში (პორტში). რაც შეეხება უკანა გზას, უკრაინიდან უნდა წამომეღო რძის პროდუქტები, მათ შორის მაწონი და არაჟანი. უკრაინიდან გემი, სახელად “ვილნიუსი”, რომელსაც მე ჩემი სატვირთოთი უნდა გამოვყოლოდი და რომლის ბილეთიც უკვე აღებული მქონდა, განრიგის თანახმად ჩერნომორსკის პორტიდან უნდა გამოსულიყო 2021 წლის 27 სექტემბერს, დღის პირველ საათზე.
ჩემი სატვირთო რძის პროდუქტებით დავტვირთე ნაწილი ხარკოვში, ნაწილი ნიკოლაევში. ხარკოვში ყოფნის დროს მე დავუკავშირდი გია ლორთქიფანიძეს და ვუთხარი, რომ ვიმყოფებოდი უკრაინაში და უკვე ვტვირთავდი სატვირთოს. ამის შემდეგ ტვირთის ნაწილი ავიღე ნიკოლაევში და ამის შემდეგ დავიძარი ჩერნომორსკის პორტისკენ. როდესაც უკვე ჩავედი ოდესაში, “ვოთსაფით” დავუკავშირდი გიას და ვაცნობე, რომ ჩემი გემი, რომლის ბილეთიც უკვე აღებული მქონდა, განრიგში ცვლილების გამო გადიოდა 27 სექტემბრის ნაცვლად 26 სექტემბრის საღამოს საათებში. აღნიშნულზე ლორთქიფანიძემ მითხრა, რომ ჩემამდე მისი მძღოლი იურა მოიყვანდა მიხეილ სააკაშვილს.
ჩერნომორსკის პორტიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური “ვოკი”, სადაც მძღოლმა იურამ შავი ფერის “ტოიოტას” მარკის ავტომანქანით მოიყვანა 26 სექტემბრის საღამოსვე. მას თან არ ახლდა გია ლორთქიფანიძე.
მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა ჩემი სატვირთო ავტომობილის კაბინაში და მოთავსდა საჭის თავზე განთავსებულ მოსასვენებელ ადგილას. ამ გზით, ისე, რომ უკრაინის მესაზღვრეებს არ უნახავთ მიხეილ სააკაშვილი, გავიარე საბაჟო კონტროლი ჩერნომორსკის პორტში და უკრაინელი მებაჟეების მიერ დალუქული სატვირთო მისაბმელით ავედი გემ “ვილნიუსზე”. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ჩემი სატვირთოს კაბინის წინა მხარეს მდებარე მოსასვენებელში. გემზე ყოფნის პერიოდში მისაბმელს მოვხსენი უკანა მარჯვენა კარის ჩამკეტთან არსებული ე.წ. ბოლტი ქანჩის გამოყენებით, რათა ლუქის დაზიანების გარეშე გამეხსნა უკანა კარი და საქართველოში ფოთის პორტში შემოსვლის დროს მისაბმელში შიგნით შემეყვანა სააკაშვილი. გემზე ასვლის შემდეგ მე და მიხეილ სააკაშვილი ჩამოვედით სატვირთოდან და ავედით გემის კაიუტაში, სადაც ვიყავით მხოლოდ ჩვენ.
გემზე სააკაშვილს ვინმესთან რაიმე სახის კონტაქტი არ ჰქონია. როგორც მახსოვს, თან ჰქონდა რამდენიმე მობილური ტელეფონი და ასევე იყენებდა ჩემს კუთვნილ მობილურსაც. 2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათისთვის, გემი “ვილნიუსი” მოადგა საქართველოს ნაპირებს, კერძოდ, ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიას.
გემიდან ჩამოსვლამდე გავხსენი მისაბმელის კარი ლუქის დაზიანების გარეშე და მისაბმელში შევუშვი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თან შეიტანა თავისი ტელეფონებიც. გემიდან ჩამოვიყვანე სატვირთო, რომელიც შეამოწმა ქართველმა მებაჟემ, რომელსაც არ ვიცნობ და დაადო ქართული ლუქი. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ჩემი სატვირთოთი დავიძარი პორტის გამოსასვლელისკენ. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა სატვირთოს მისაბმელში.
ვინაიდან ჩემი ტვირთი საჭიროებდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სპეციალურ შემოწმებას და მეც იქით გამიშვა შესაბამისმა სამსახურმა, შემეშინდა, ვინმეს არ ეპოვა და ამიტომ პირველ გამშვებ პუნქტსა და პორტიდან გასასვლელს შორის გავაჩერე ჩემი სატვირთო, მოვხსენი უკვე სპეციალურად გემზე დამუშავებული ჭანჭიკი, ე.წ. ბოლტი და ლუქის დაუზიანებლად გავაღე უკანა მარჯვენა კარი. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა მისაბმელიდან, სადაც იმყოფებოდა რამდენიმე წუთით და შემოვიდა სატვირთოს კაბინაში. იქ უკვე დაიმალა საჭის თავზე მდებარე მოსასვენებელში.
გამოვიარე პორტის გამოსასვლელი, სადაც შეამოწმეს სატვირთო, თუმცა კაბინაში არავინ შემოსულა და არც უნახავთ. პორტიდან გამოსვლის შემდეგ დავიძარი გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ, სადაც ჩემს ტვირთს უნდა გაევლო შესაბამისი პროცედურები.
მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ მას ფოთში მოაკითხავდნენ, თუმცა, ვინ, არ უთქვამს… როგორც აღმოჩნდა, არ მოაკითხა არავინ… მე დავურეკე ჩემს ნაცნობს ზურაბ წოწორიას და ვთხოვე, რომ მჭირდებოდა ავტომანქანა, რომლითაც შევძლებდი აბაშაში ჩემს სახლში წასვლას“
კომენტარები