ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“სააკაშვილის მთელი “პრობლემა” ისაა, რომ მართალი გამოდგა.
მართალი გამოდგა ე.წ. შუაშისტებთან, როცა ეუბნებოდა რუსის ნამესნიკი მოგყავთ დემოკრატიული ცვლილებების სოუსითო.
მართალი გამოდგა “ბიძინამ როგორც საჩხერე ააშენა, ჩვენც ისე აგვაშენებს,” ქათმის ბარკლისა და მაცივრის მომლოდინე ხალხთან.
მართალი გამოდგა ე.წ. ენჯეოშნიკებთან, დიდი ქოციანობის პირველ წლებში, მათი უმრავლესობა, დემოკრატიული რეფორმების იმედით რომ დარბოდნენ ბიძინას კარზე.
მართალი გამოდგა კოლექტიურ დენიელ ფრიდთან, რომლებიც 2008 წლის რუსულ აგრესიას სააკაშვილის იმპულსურობას აბრალებდნენ და მთელი 14 წელი “არა, პუტინი კი ცუდი კაცია, მაგრამ მიშას სხვანაირად რომ ემოქმედა, ომი არ იქნებოდა” რიტორიკით მოძრაობდნენ.
მართალი გამოდგა კოლექტიურ ვიოლა ფონ კრამონთან, ივანიშვილის მოსვლა საქართველოში ავტორიტარიზმის დამარცხებად და დემოკრატიის მშენებლობის დიდ დასაწყისად რომ მონათლეს და მთელი 8-9 წელი ჯიუტად არ უნდოდათ სიმართლის დანახვა, სანამ უშუალოდ მაგათ არ დაუწყეს ქოცებმა დედის გინება.
მოკლედ, ამ ხალხისთვის სააკაშვილის გამოჩენა არის იმის შეხსენება, რომ მთელი ეს წლები პოლიტიკურად ბეცები და მიამიტები იყვნენ (კი, ძმებო, რაც არ უნდა არ გინდოდეთ დანახვა, ბევრი ჩემი ფრენდიც ამათ რიცხვში ხართ).
ადამიანი კიდე ისეა მოწყობილი, არამარტო შეცდომის აღიარება არ უყვარს, საკუთარ თავთან რომც აღიარებდეს ამ შეცდომას, მისი შეხსენება არ სიამოვნებს.
ამიტომ, ყველაზე მარტივი გამოსავალია იგნორი. ამიტომ ურჩევნიათ არ შეიმჩნიონ სააკაშვილი, თითქოს არც არსებობს და შესაბამისად პრობლემაც აღარაა.
მაგიტომ ზის ახლა სააკაშვილი ციხეში და იმის მაგივრად, რომ მის პოლიტპატიმრობაზე ღიად ილაპარაკონ, მოვალეობის მოხდის მიზნით, ათასში ერთხელ ამოიკნავლებენ, რომ “მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან.”
კომენტარები