„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა:
“მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციას არ აერთიანებს და არც საზოგადოებას. ოპოზიციას აერთიანებს მთავარი საკითხი – არჩევნებზე უმრავლესობა როგორც გადაწყვეტს, ის ფიგურა შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, სხვა დანარჩენი ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველია.
სააკაშვილის ნაბიჯებზე ჩემი კრიტიკული აზრი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ასევე ცნობილია ივანიშვილის მიზანი, რომ ეს საკითხი აქციოს ცენტრალურ საკითხად. ეს არ არის ცენტრალური საკითხი მიუხედავად იმისა, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მეტი მხარდაჭერა აქვს, ცენტრალურ საკითხად აქვს ეს შექმნილი. ბარამიძე უბრალოდ არასერიოზულად იქცევა”
კომენტარები