ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“სააკაშვილის პრემიერობის თემა არის ვირეშმაკულად შემოგდებული და ამას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება. ამ საზოგადოებაში ყველა იდიოტი კი არ არის, რომ ყველაფერი დავიჯეროთ რასაც გადმოგვიგდებთ.
მიშას პრემიერობაზე და პოლიტიკაში შემობრუნებაზე ამ ფორმით, დღეს შეუძლია ისაუბროს, ან მისმა პერსონალურმა მტერმა და ამ მტრის გარემოცვამ, სასარგებლო იდიოტებმა, რომლებიც შესაძლოა, ამ ამბით ქაჯებივით ავარდნენ.
თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან სასაცილოა ციხეში მყოფი სააკაშვილის გარდა ბუა რომ არ იშოვება ქვეყანაში.
სააკაშვილი თუ სადმე დაბრუნება, არ გაუჭირდება ამის თავად თქმა. უბრალოდ მართლა უხერხულია ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ერთ წინადადებაში მიშას მდგომარეობაზე აპელირებენ და მერე წინადადებაში მისგან დაუმარცხებელ მონსტრს ხატავენ.
და კიდევ, ქაჯობასაც და გოიმობასაც აქვს საზღვარი.”
კომენტარები