მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილის პროცესი გადადო. მოსამართლემ ჯერ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომაზე ცენტრ “ემპათიას” ექსპერტი დაიბარა, შემდეგ კი მოულოდნელად მან სხდომა დახურულად გამოაცხადა და პროცესიდან გაიქცა. ბადრი კოჭლამაზიშვილის გაბრაზების მიზეზი მას და ადვოკატებს შორის დაწყებული კამათი გახდა.
“ვინაიდან გაქვთ რიგი საკითხები ჩამსოაყალიბებელი, დღევანდელი პროცესი გადაიდოს”, – თქვა პროცესზე მოსამართლემ.
საბოლოოდ ექპრეზიდენტის სასამართლო ხდომა ორი კვირით გადაიდო.შემდგომი სხდომა 24 მაისს 11 საათზე გაიმართება. ადვოკატების განცხადებით, მოსმაართლეს სხდომის გადადება წინასწარ ჰქონდა მოზმადებული.
“აშკარად გამოჩნდა, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლის მიზანი იყო, რომ თავიდან აეცილებინა პასუხისმგებლობა და გადაედო პროცესი და ისე გაიქცა ოთახიდან, რომ წესიერად არც უთქვამს მიზეზი პროცესის გადადების. როგორც ჩანს ბატონი ბადრი კოჭლამაზაშვილი ამისთვის მომზადებული იყო გასაქცევად. როდესაც საკითხი უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ამ შემთხვევაში ისინი თავს იზღვევენ ვინაიდან თვითონაც არ იციან რა შედეგები შეიძლება დადგეს და ამიტომ ცდილობენ პასუხისმგებლობის გადაკისრებას პენიტენციური სამსახურისთვის”, – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
ექსპერტი მზად იყო, რომ მოსულიყო სასამართლოში და მიეცა განმარტებები სასამართლოსთვის, მათ შორის იმასთან დაკავშირებით რამდენი ვიზიტია საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად, რა სახის. თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებების და გამოკვლევის ეტაპზე გადავსულიყავით მისი დასწრების გარეშე ამიტომ ვთხოვეთ სასამართლოს დავლოდებოდით ექსპერტის გასაუბრებას, გადაგვეწყვიტა შუამდგომლობა, ექპსერტიზის საკითხი პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც უნდა გვემსჯელა სხდომის გაგრძელებაზე ან გადადებაზე, სასამართლომ ვფიქრობ, რომ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება საერთოდ გააუქმა ექსპერთან გასაუბრება”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.
ცნობისთვის, დღევანდელი პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართა, პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ბრალდებული მიხეილ სააკასვილი ვერ დაესწრო. სხოდმაზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორის ექსპერტის ციხეში შესვლა და ექსპრეზიდენტისთვსი ექსპერტიზის ჩატარება. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და განმარტების გასაკეთებლად სხდომაზე ცენტრ “ემპათიას” ექპერტი დაიბარა, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა და განსაზღვროს ზუსტად რა რაოდენობის ვიზიტებია საჭირო პენიტენციურ დაწესებულებაში.
კომენტარები