ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობას შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ “მთავარ არხთან” განაცხადა:
„საუბარი იყო ძირითადად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩვენი თხოვნა იყო, რომ მოეხერხებინათ რამენაირად ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ან საქმის მსვლელობისთვის გამოყონ წარმომადგენელი ვინც დააკვირდება ამ საქმის მსვლელობას. ასევე, მნიშვნელოვანი თხოვნა იყო, რომ გამოეყენებინათ თავიანთი დიპლომატიური არხები იმისთვის, რომ უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლოს უფლება პატიმრისთვის“
კომენტარები