ფრიდონ ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა:
„უპრეცენდენტო იყო გუშინდელი სასამართლო პროცესი, სადაც მსჯავრდებულმა სააკაშვილმა, ისაუბრა ყველაფერზე, გარდა იმ ბრალდებებისა, რომლის ფაქტობრივი მასალები დადასტურებულია დოკუმენტალურად. ის არცერთ ნაწილში არ აღიარებს დანაშაულს და მიაჩნია, რომ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ გადაცდომები და შეცდომები. მას შემდეგ, როდესაც პროკურატურამ, პროკურორებმა განაცხადეს მზადყოფნა წარედგინათ დოკუმენტები და ვიდეომასალა მისი დანაშაულებრივი ქმედებისა, მან მიატოვა დარბაზი და წავიდა. მიმაჩნია, რომ მისი ასეთი ქმედება საზოგადოების და ქართველი ხალხის აბუჩად აგდებაა. მათი მეხსიერების შეურაცხყოფა და თვალებში ნაცრის შეყრაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შიმშილობა კარგად „გაიტესტა“. ბადრაგებმაც კი ვერ გაუძლეს ორი საათი ფეხზე დგომას და მისი მონოლოგის მოსმენას, თუ როგორ ირჩევდნენ მას ორჯერ უკრაინის პრემიერ მინისტრად“
კომენტარები