საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილი ციხის ადმინისტრაციას – წერილი დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა მედიასთან.
N 12-ე ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს, ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადება
ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის მომსახურეობაზე და შემოწმებებზე, მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური ნორმებით სარგებლობის საშუალება – წერს მიხეილ სააკაშვილი.
რუსთავის ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან დაცული კომუნიკაცია შეუზღუდა. კერძოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების თქმით, შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენეს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები