უკრაინის პრეზიდენტის ადმინისიტრაციაში საგანგებო თათბირი შედგა. კიევი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.
“ტვ პირველთან” ინტერვიუში უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს:
“საგანგებო თათბირზე განხილვის მთავარი თემა იყო მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა. უკრაინის მთავრობა სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური და საჭირო სამედიცინო დახმარება მრავალპროფილურ საავადმყოფოში, რომელიც იქნება ყველა სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და სადაც იქნება ყველა სამედიცინო პროფილის ექიმი. ეხლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ უკრაინელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩაატარონ კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიპლომატიური და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით. მე როგორც უკრაინის სახალხო დამცველი ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში ირღვევა, ამის შესახებ უკვე ვაცნობე უკრაინის ტერიტორიაზე აკრედიტირებული 77 ქვეყნის ელჩს”
კომენტარები