გირჩის დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა Palitranews-ის ეთერში საუბრისას თქვა:
” სააკაშვილი თუ თავისით არ ჭამს, თუ მას ყველანაირი სერვისი მიეწოდება, თუ ქართულ ოცნებას შეუძლია დაადასტუროს, რომ თვითონ არაფერს უშავებს, მაშინ რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ქართულ ოცნებას, სააკაშვილს რაც არ უნდა დაემართოს? არაფერი. მითუმეტეს, იმ ისტორიის გათვალისწინებით, რომ მილიონჯერ იტყუებოდა თავად სააკაშვილი და მისი გუნდი. ის კლოუნადა, რომ ვითომ ჭამდა და ვითომ არ ჭამდა, ვითომ ამდენი დღე შიმშილობდა და მერამდენედ იშიმშილა და ა.შ. ძალიან სასაცილოა, ეს ყველაფერი ტყუილი იყო. სააკაშვილმა იმდენჯერ დაიძახა, რომ ვაიმე მიშველეთ, ვაიმე ცუდად ვარ, მისი ფანკლუბის გარდა, ეს ყველასთვის არასერიოზულია.”
კომენტარები