რუსეთის პირველმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვმა, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, თქვა:
“დასავლეთი საქართველოსგანაც ცდილობდა და ცდილობს, რომ შექმნას ანტირუსეთი, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, ჩემთვის კარგად ნაცნობი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2004-05 წლებში და საქართველოსთან ორი დარჩენილი რუსული ბაზის გაყვანის შეთანხმებას მოაწერა ხელი. მაშინ შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო საქართველო-რუსეთის ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, მაგრამ ჩვენ რომ ყველა ვალდებულება შევასრულეთ, მერე მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა ამ ცენტრის შექმნაზე და ფაქტობრივად მოგვატყუა. ახლა კი საქართველოში, პრეზიდენტის გარდა, რომელიც მადლობა ღმერთს არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზებს, არის ასევე მთავრობა, რომელიც არ ეგება დასავლეთის მცდელობებზე, რომ შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მეორე ფრონტი გახსნას და ამბობს, რომ მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს.
მათ აქვთ ვაჭრობა რუსეთთან, ტურიზმი, ასევე ენერგომატარებლები, რომლებსაც აქედან იღებენ. ჩვენ გვინდა, რომ ამ რეგიონში იყოს კონსტრუქციული პოლიტიკა და არ დაბრუნდეს სააკაშვილის დროინდელი აგრესიული პოლიტიკა. ამისთვის ჩვენ ახლა გვინდა, რომ წამოვიწყოთ ფორმატი 3+3, რომელშიც შედის სამი სამხრეთკავკასიური ქვეყანა, ასევე თურქეთი, ირანი და რუსეთი. პირველი კონტაქტი შედგა და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ.”
კომენტარები