საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი “ხალხის ძალის” განცხადებაში რუსულ კვლას ხედავს.
გელბახიანმა კლინიკა “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის აზრით, “ქართული ოცნებისგან” ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატები რუსეთის პრეზიდენტის გზავნილებს იმეორებენ.
„გაეცინა და თქვა, რომ სრული ლუსტრაციაა საკუთარი თავისო. ანუ ის, რაც თქვა ბატონმა პუტინმა იმის კონტექსტის და ნარატივის გაგრძელება არისო. რა თქმა უნდა [რუსულ კვალს ხედავს განცხადებაში]” -აცხადებს გელბახიანი
„მთავარი არხი“
კომენტარები