მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დანჯელო, სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობს, რა ტიპის მკურნალობა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს და რატომ და რატომ ვერ ხერხდება ეს საქართველოს კლინიკაში და ამბობს:
“როგორც დოქტორმა დევიდ სმიტმა თქვა, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, ბიოფსიის კვლევა, მას აქვს ვერცხლისწყალი და დარიშხანი ორგანიზმში და სჭირდება დეტოქსიკაცია, არსებობს მომატებული რისკი ლეტალური შედეგების, ასევე თეთრი სხეულია შემცირებული. ჩვენ არ ვიცით შეიძლება თუ არა ამის შეჩერება. მას ასევე სჭირდება სასწრაფოდ გადაუდებელი ქირურგია მხარის არეში იმისთვის, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც აქვს მხართან დაკავშირებით. პოლიფარმაციაც გამოიყენება მასთან მიმართებით და მას აძლევენ 14 წამალს, ერთ-ერთი წამალი არის რუსეთში წარმოებული რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს.
კომენტარები