“მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად დამძიმდა.
“მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის. ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან. მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ჯერჯერობით ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელიც ვერ გაიხსენა. ეს არ ვიცი რისი სიმპტომია, ალბათ ექიმებმა უნდა თქვან” , – განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 35-ე დღეა
კომენტარები