საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობებს უკრაინა მაქსიმალურად გამოიყენებს. სააკაშვილი უკრაინაში, სავარაუდოდ, ორ თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ “2020NEWS“-თან ”ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივნმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იხილებოდა რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. დიდი ალბათობით, ეს არის ყველაზე სანდო ვერსია და არა მხოლოდ ეს ერთი თანამდებობა. შეიძლება ის ჯერ ერთ თანამდებობაზე დაინიშნონ და მეორე მეორეზე, ან ორივე თანამდებობაზე ერთდროულად. ამ ყველაფერს თავისი საკანონმდებლო პროცედრა გააჩნია.
რეფორმების ეროვნულ საბჭოში ყველა მინისტრი შედის. იქ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, კონკრეტული ღონისძიებები ტარდება და ა.შ. სააკაშვილთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ.
მთავარია, რომ ამ ადამიანის შესაძლელობები უნდა იყოს გამოყენებული ეფექტურად. რადაში საკმარისზე მეტი ხმებიც არის. პირდაპირ გიდასტურებთ, რომ იქ ხმების პრობელემა ნულია. სააკაშვილს კონკრეტულ თანამდებობაზე იმიტომ დანიშნავენ, რომ მისი შესაძლებლობების ეფექტურობა გაიზარდოს. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ძლიერი მხარეებია ქვეყნის განვითარება და რეფორმები. მის შესაძლებლობებს უკრაინა მაქსიმალურად გამოიყენებს“
კომენტარები