პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე:
“ხელისუფლება ატყუებდა თავის მომხრეებსაც, როდესაც ეუბნებოდა, არჩევნების მეორე ტურში მოდით და დავამთავრებთ მიხეილ სააკაშვილს და ნაცინალურ მოძრაობასო, რა დაამთავრეს? ტყუილი არის ამათი მთავარი ნიშანი.
დღეს მოვისმინე შეფასება სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვეს მიხეილ სააკაშვილსო – არ ვეთანხმები ამ შეფასებას, სამართლიანი კი არა, საერთოდ სასამართლოს უფლება წაართვეს. სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევა ნიშნავს, როცა სასამართლოში მივალ, სიტყვით გამოვალ თავს დავიცავ, მაგრამ მოსამართლეს ვერ დავარწმუნებ, იმიტომ რომ ის მოსამართლე წინასწარ მოსყიდულია, ან ზეწოლის ქვეშაა. დღეს რა ვნახეთ? საერთოდ სასამართლოს უფლება წაართვეს, მისვლის უფლება წაართვეს.
სასამართლო შენობა კი არ არის, მანტია კი არ არის, გაბღენძილი მოსამართლე კი არ არის, სასამართლო არის პროცესი, რომლის მთავარი არსი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი სიმართლის დამტკიცების უფლება და საშუალება. ეს წაართვეს დღეს სააკაშვილს. უცხოეთში მყოფი სააკაშვილის ხომ ეშინოდათ, დაჭერილისაც კი ეშინიათ. ხომ მათი ოცნებაა, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესში ნახონ? ფილმებს იღებდნენ ამაზე, მაგრამ ამისიც ეშინიათ. ეს იყო უმძიმესი! დღეს ვიხილეთ, რომ სასამართლო როგორც ინსტიტუტი არის ბოლომდე გათელილი, პენიტენციური, პროკურატურა, ბოლომდე განადგურებული. ყველა ემსახურება ერთ ოფისში, ერთ მაგიდაზე დაწერილს.
კომენტარები