მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია, იუსტიციის მინისტრის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტი ციხეში გარკვეული ტიპის საკვებს იღებს, ამორალურს უწოდებს და “ფორმულასთან” ამბობს:
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და შიმშილობა მას არცერთი დღით, არცერთი წუთით არ დაურღვევია და მიხეილ სააკაშვილს არცერთი, იქნებოდა ეს ვიტამინი თუ რაღაც მედიკამენტი არ მიუღია ექიმის დანიშნულების მიღმა არცერთ ეტაპზე. ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ არანაირი საკვები არ მიუღია და ეს არის შიმშილობის კლასიკური ფორმა და თუ შევხედავთ შიმშილობის ისტორია, ასე ხდება შიმშილობა და არა სხვაგვარად.
იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება არის სრულიად ამორალური და არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც ღარიბაშვილმა წამოიწყო. თვითმკვლელობისკენ პირდაპირ მოწოდება კი არა, ეს უკვე მკვლელობის მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან”
კომენტარები