„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მორიგი ბრალდება, მისი თქმით საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ „ჯერ სიტუაცია უნდა აეჭრა, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო.”
“სააკაშვილი ჩამოვიდა იმისათვის, რომ საარჩევნოდ საქართველოში აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო, ხელისუფლების გადატრიალება და გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან ერთად – გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად. ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით. ეს იყო ჩვენი ლოგიკური დასკვნებით, ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც „ომის პარტიას“ ჩაეშალა”, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები