“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე, სენატორ ჯინ შაჰინის მიმართვას აშშ-ს სენატსადმი, სადაც მას ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების მაგალითად საქართველო და 2012 წელი მოჰყავს, ასე ეხმაურება:
მაშინ სააკაშვილს და მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურდათ ამ ძალაუფლების დათმობა, მათ ქვეყნის მასშტაბით სპეცრაზმი ჰყავდათ მობილიზებული და გახსოვთ, რომ რიგ შემთხვევებში, მაგალითად ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში და ასეთი მობილიზაცია იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში, თუმცა საბოლოოდ მათ მოუწიათ ძალაუფლების დათმობა და შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცეოდა მაშინ სააკაშვილი, ანტისახელმწიფოებრივად. მას მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და უცხოელი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში”
კომენტარები