„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის წინასაარჩევნო მიზნების გამოყენების შესახებ დასმულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხში მმართველი გუნდი არ ერევა. როგორც კობახიძე აცხადებს, ისინი ელოდებიან მონაცემების დადებას, თუ რა მოხდა რეალურად:
“თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ საერთოდ არ ვერევით ამ საკითხში. ერთადერთი ჩვენი მოწოდება არის ის, რომ მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად ამ ყველაფერზე. რადგან არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და თემა არის მგრძნობიარე, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ამ საკითხის მეტი პოლიტიზება არ შეიძლება, მაგრამ ამ ფონზე თქვენ ნახეთ, რომ თვითონ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა სააკაშვილმა, გვარამიამ და სხვებმა, თვითონ სცადეს ამ საკითხის პოლიტიზირება. მათ შორის, სააკაშვილმა, არ ვიცი წამოცდენა იყო თუ რა იყო, რომ 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში, არ ვიცი, ამან დამატებით გააღრმავა ბუნებრივია ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება რაიმე მძიმე იყოს. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას, რომ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროვონ ამ საქმის დეტალები”
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციაა და ამ ქმედებით “ქართული ოცნება” ცდილობს, მას ქართული მიწის გაყიდვა დააბრალოს.
კომენტარები