მწერალი ტორესა მოსი, “მთავართან” ამბობს:
“ხელისუფლება სხვა გზას არ ტოვებს გარდა იმისა, რომ დაიცვა თავისუფლების ის პატარ-პატარა ნიშნები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია საზოგადოებაში.
სუს-ის დღევანდელი პროპაგანდა იმას ემსახურება, რომ ისინი არიან დამფრთხალები, შეშინებულები, ეს არ არის გონივრული, ეს არ არის იმ ხელისუფლების ქმედება, რომელსაც საკმარისი პასუხისმსგებლობა აქვს და რომელმაც იცის, რომმ საკმარისი ლეგიტიმაცია აქვს. პრობლემას ეგ ქმნის, რომ ლეგიტიმაცია ხელისუფლებას არ აქვს. ობიექტური პრობლემები დგას დღეს დღის წესრიგში, რომლის გადაჭრის რსურსი ხელისუფლებას არ აქვს. ერთადერთი, რაც განმუხტავს სიტუაციას, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუქმნან ისეთი პირობები, რომ მან დაასრულოს შიმშილობა. ასეთი შეიძლება იყოს შეთანხმება, ვინაიდან ის არ აღიარებს მსჯავრს, ყველა ის კითხვა რაც აქვს, განიხილოს ისეთმა სასამართლოთი, რომელსაც ყველა მხარე ენდობა. სხვანაირად ეს პოლარიზება არ დასრულდა და შეიძლება წაგვიყვანოს უფსკრულში.
ეს ლაპარაკი, რომ ვიღაცა რევოლუციას გეგმავს – ბოდვაა, არავინ არაფერს გეგმავს, მაგრამ გაბრაზებული და მშიერი ხალხი ობიექტურად არსებობს, ამ გაბრაზებულ და მშიერ ხალხს რაღაც მომენტამდე აკავებს რაღაცის იმედი, ქართველი პოლიტიკოსების რაციონალურობა და ის, რომ არავის უნდა იმ უფსკრულში გადაჩეხვა, რასაც ქვია ძალადობრივი გზით ხელისუფლების დასრულება. არავის ეს არ უნდა, არც ოპოზიციას. მაგრამ რაღაც მომენტში სიტუაცია შეიძლება ისე აფეთქდეს, გადატყდეს რომ ამის გამჩერებელი… ვინ აიღებს თავის თავზე, რომ ხალხის მასას გადაუდგება წინ? რაც უნდა ილაპარაკონ, სააკაშვილს ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, მართლა რომ ხვალ დილით გავიგოთ, მიხეილ სააკაშვილს ციხეში რამე დაემართა, ეს ხალხი რას იზამს? ამ ხალხს ვინ გააკავებს? ტორესა დაუდგენა წინ, ნიკა მელია, ლაშა ბურაძე, თუ რა ჰგონიათ? არ მინდა ძალადობრივი სცენარის განვითარება და ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.”
კომენტარები