უკრაინელი ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში არ გადავა რადგან მიიჩნევს, რომ სახიფათოა.
“მიხეილ სააკშვილის თქმით მისი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ჯანმრთელობის გაუარესების 4 კრიზისული ეპიზოდი ჰქონდა, მათ შორის 2 ჰიპეტრონიული და 2 სისხლთან დაკავშირებული. ეზოში რეანიმობილი პატრულირებს, თუმცა მათ მხოლოდ სისხლის გადასხმა და გულის მასაჟების გაკეთება შეუძლიათ. სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოების მუშაობის აღდგენას ვერ შეძლებენ. მოგეხსენებათ შიმშილობის 27-ე დღეა გასული და ეს საყურადღებო ამბავია.
ის ციხის საავადმყოფოში არ გადავა რადგან თვლის რომ მისთვის ეს სახიფათოა. როგორც ჩემი კოლეგა საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, ციხის საავადმყოფოში აუცილებელი დახმარების გასაწევად შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. დღეს საქართველოში უკრაინელი ექიმიც ჩამოვიდა რომელიც ბატონ მიხეილ ხვალ შეხვდება და მის მოსაზრებასაც მოვისმენთ.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და თავს პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს. ყველაზე მეტად საქართველოში სისხლისღვრა და დაპირისპირება არ უნდა, ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს”, – თქვა ლუდმილა დენისოვამ.
დენისოვას თქმით, მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანონ.
“ვიცით 600-მდე პატიმარმა მკურნალობის კურსი სწორედ ამ კლინიკაში გაიარა. კატეგორიული წინააღმდეგია იძულებით კვებაზე. ამასთანავე ვაცხადებთ რომ ადამიანის იძულებითი კვება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის უხეში დარღვევაა.” ამბობს დენისოვა
წყარო – მთავარი
კომენტარები