ათენში ქართველ ემიგრანტს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
დაშავებულმა ვალერიან აფხაზავამ ასევე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ივანიშვილის წასვლის აუცილებლობაზე საუბრობდა, ხოლო სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
დაშავებული ახლა ათენის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. სახეზე მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.
აფხაზავას უკვე დაუკავშირდა სააკაშვილიც და ესაუბრა მას.
კომენტარები