“უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზებს ისეთ თანამდებობას, რომელზეც დამტკიცება რადას გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი”, – აცხადებს “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე “2020NEWS“-თან საუბარისას.
“მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. შესაძლოა, ზელენსკიმ სააკაშვილს შესთავაზოს ისეთი თანამდებობა, რომელზეც დამტკიცება რადას გარეშე შესაძლებელი იქნება. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება და მისი პირველი პირი რეფორმატულ საკითხებში სააკაშვილის ჩართვით არის დაინტერესებული. სააკაშვილზე უკრაინაში დიდი მოთხოვნა არსებობს, როგორც საზოგადოებრივი, ისე სახელისუფლებო.
“ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ ბიძინა ივანიშვილს დაუჯეროს. უკრაინაში არსებობს ოლიგარქიული კლასტები, რომლებსაც სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა არ აწყობთ, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მათ წინააღმდეგ ფინანსურ რეპრესიებს დაწყებს. გარდა ამისა, მოსკოვი არ არის დაინტერესებული, რომ სააკაშვილმა უკრაინაში მაღალი რანგის თანამდებობა დაიკავოს. რუსულ ტელეარხებზე სააკაშვილთან დაკავშირებით სრული ისტერიაა. ასე რომ, პროცესების განვითარებას დაველოდოთ“
კომენტარები