„გორგიაში“ დაგეგმილ საახალწლო ფასდაკლებებს დღეიდან ახალი აქციები დაემატა.
„გორგია“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ მათთვის სასურველი პროდუქცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.
70%-მდე ფასდაკლება 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ჰიპერმარკეტი მომხმარებელს საახალწლო პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, რომელიც ყველა ფილიალში არის წარმოდგენილი. აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ნაძვის ხეები, განათებები, სათამაშოები, საახალწლო დეკორაციები და საახალწლო ჭურჭელი.
„გორგიაში“ მოსულ მომხმარებლებს დახვდებათ: 60–სმ-იანი ნაძვის ხე 19,0 ლარად, 180–სმ-იანი- 25 ლარად, ხოლო 210–სმ-იანი – 39 ლარად, განათებები 2,80 -ლარად, ნაძვის ხის სათამაშოები კი 0,50-ლარად.
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია შეიძინოს როგორც საახალწლო აქსესუარები და დეკორაციები, ასევე საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის. „გორგიაში“ ფასდაკლებები ყველა სექციზე ვრცელდება, შესაბამისად, აქ კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად ნახავთ წვრილი ტექნიკას, ავეჯს, გამათბობლებსა თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს.
ჰიპერმარკეტი გთავაზობთ – ხელის ბლენდერს 19,99 ლარად, ყავის მადუღარას – 9,99 ლარად, Kumtel-ის გამათბობელს 23,90-ლარად, იკეას მაგიდის სანათს 14,99 ლარად, ფეხსაცმლის თაროს 9,90 ლარად.
ეს, რა თქმა უნდა, შეთავაზებების მცირე ჩამონათვალია. გაითვალისწინეთ, რომ აქცია ვრცელდება როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ ჰიპერმარკეტშიც – www.gorgia.ge
„გორგია“ ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტების ქსელია ამიერკავკასიაში. ის 8 ქალაქში 13 ფილიალითაა წარმოდგენილი და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.
კომენტარები