თბილისის მერი, კახი კალაძე:
რადიკალურმა ოპოზიციამ იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხესთან ბავშვების ადგილი დაიკავა. შეკრებილნი არიან აგრესიული მომიტინგეები.
ნუ, ჩვენ, პროვოკაციებთან დაკავშირებით გუშინაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არ მისცემდნენ პატარებს ზეიმის გამართვის შესაძლებლობას.
ამ ფონზე, ლოგიკურად, გვინდა მოვიწოდოთ თანამოქალაქეებს, იმათ, ვინც მოდიოდა, შეკრებილნი არიან თბილისის საკრებულოსთან, მათ არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და გვინდა მოვუწოდოთ დაშლისკენ.
მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ზეიმი, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, საახალწლო ზეიმი გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს. დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს.
კომენტარები