გააუქმებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ვლადიმერ ხუჭუას განაჩენს? – საქმის განხილვას მოსამართლეთა კოლეგია ამ წუთებში ხმაურის, სპეცრაზმის კორდონის და დიდი აქციის ფონზე იწყებს.
სასამართლოს შენობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ღია სხდომაზე ოპოზიციის ლიდერებს არ უშვებენ, რასაც ცოტა ხნის წინ ადგილზე დაპირისპირება მოყვა. სხდომაზე დამსწრეთა მსურველი ბევრი ადამიანია. ესენი არიან არასამთავრობოების, საოლქოების წარმომადგენლები და მესამე მხარედ მიწვეული ოპოზიციური პარტიის ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და თამარ კორძაია.
ისინი ამბობენ, რომ აქვთ ბევრი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა.
სააპელაციოს თანამშრომლებს აქვთ სპეციალური სიები, რომელთა მიხედვითაც ხდება სხდომათა დარბაზში ადამიანების შესვლა.
ადგილზე არიამ ცესკოს წარმომდგენლებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მოსამართლეზე ზეწოლა მისმა მეუღლემ მოახდნა და ამის დასამტკიცებლად პროცესზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსები მიიტანეს. (ტვპირველი)
კომენტარები