დეპუტატი ფრიდონ ინჯია:
„არჩევნების შემდეგ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ „საარჩევნო კოდექსმა“ უმეტეს შემთხვევაში გაამართლა.
„საარჩევნო კოდექსში“ გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი რამ, რაც სხვა ქვეყნების კოდექსებში არ არის გათვალისწინებული. მე მხედველობაში მაქვს ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი ადათ-წესი. „საარჩევნო კოდექსში“ უნდა ჩაიდოს ისეთი მექანიზმები, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და კონკურენტუნარიანობას. ამ კანონში, არჩევნების დღემდე ყველაფერი უნდა გაიწეროს, მოხდეს დარღვევების დიფერენცირება – დარღვევები, რომელიც არის მძიმე და რომელიც არის მსუბუქი. და აქედან გამომდინარე, შეიძლება ისეთი რამ ჩაიწეროს, რომ პარტია მოიხსნას ოლქიდან“