“ევროპული საქართველოს” წევრის გიგი წერეთლის შეფასებით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, არჩევნების დროს გამოყენებული ფულიც იყოს.
“რეალურად, ქვეყანაში არ არის არც იმის საფუძველი, რომ ლარი გამყარდეს. არ არის სავალუტო შემონატანები, ტურიზმი პრაქტიკულად ნულამდეა დასული. ქვეყნის ეკონომიკა არის უკან წასული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ალბათ, ისიც არის, რომ საარჩევნოდ უამრავი ფული გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, ამანაც ითამაშა როლი ამ კურსის ამგვარ დრამატულ ვარდნაში,”- განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ ლარი თითქმის ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. მხოლოდ დოლართან და ევროსთან მიმართებაში ცვლილება შეადგენს პლიუს 4-4 თეთრს შეადგენს. მონაცემები საგრძნობლად მაღალია ბოლო ერთი კვირის სტატისტიკის მიხედვით.
კომენტარები