ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ ვითარება გაჯანსაღდეს, თუ პრობლემა იყო, გამოსწორდეს და სამუშაო ახალი შემართებით განხორციელდეს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადადგომას.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მმართველ გუნდს პრეტენზიები ჭიღვარიას მიმართ, კალაძე პასუხობს, რომ პრეტენზიები არ ყოფილა.
„პრეტენზიები ზოგადად ისეთი არაფერი. ალბათ, საჭიროა განახლება და უფრო მეტი ენთუზიაზმი, მეტი შემართება. არჩევნებისთვის, რა თქმა უნდა.
ყველამ ვიცით, რომ ოქტომბერშია არჩევნები. როგორც ყველა პარტია ემზადება, ასევე მმართველი გუნდი მოემზადება საარჩევნოდ, ცხადია, და დასამალი არაფერია“
არადა, ბატონო კახი, გვეგონა, მერი დამოუკიდებელი იყო და თავად შეეძლო მხოლოდ გადადგომა.
მოხსენით? – გასაგებია!
ჯერ რომ კარანტინს მოვრჩენილიყავით და მერე გადაგვეხალისებია, არა? იმედია, ახალი მერი კარგად დაგვის ქუთაისს და შეიძლება ქუთაისლების თხოვნაც აასრულოს და სველი ტილოც გადაუსვას.
ისე, ქუთაისის მერი ერთადერთი იყო ხო, ვინც საახალწლო ნაძვის ხე ზეიმის გარეშე აანთო და 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალება ამ ფორმით იგლოვა!
ალია
კომენტარები