ჟურნალისტი, ლელა კურდღელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
” კრიზისის ეპოქა – კრიზისულ გეგმას ვუსმინე და პირველი შთაბეჭდილებებია.
ფიზიკურად გადავრჩებით ვირუსსაც და შიმშილსაც, საარსებო პირობები უზრუნველყოფილია – კაი ცხოვრებაზე არაა ლაპარაკი! – ეგ გაითვალისწინეთ! ბრძოლა გადარჩენაზეა და არა ფუფუნებაზე!
ეკონომიკაში არის შანსი, ძირეულად გასწორდეს წლობით გაუკუღმართებული მიდგომები – ფერმერებსა და ადგილობრივ მეწარმეებს, ინოვატორებს ფორა ეძლევათ – ადგილობრივ ბაზარზე მაინც!
დანარჩენი – გადაეწყეთ ახლა: იშრომეთ, ეკონომიურად იაზროვნეთ და ხარჯეთ, დაემშვიდობეთ გუშინდელ ჩვევებს – მოგზაურობა, ახალი შთაბეჭდილებები, პრესტიჟის ეკონომიკა და ა.შ. და ა.შ. კაი ხნით დაივიწყეთ.
წარმატებებს გისურვებთ!”
კომენტარები