დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა მორწმუნეების დევნის კამპანიაზე და თქვა, რომ სხვაგვარად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს – მაგალითად, მართალია, აკრძალულია 10 კაცის ერთ სივრცეში გაჩერება, მაგრამ ათი პაციენტი რომ ჰყავდეს, აკრძალოს, ათი პაციენტის ერთ პალატაში დაწოლა?
“ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს ვერ გაუგებს. სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას.
კომუნისტების დროს იყო მებრძოლ-ღვთისმგმობავთა კავშირი და იმ მეთოდებით არ შეიძლება ეკლესიასთან ბრძოლა.
საავადმყოფო ავიღოთ მაგალითად, სადაც მოთავსებულია ათი პაციენტი. ავკრძალოთ 10 პაციენტის დაწოლა ერთ პალატაში? ამას სხვანაირად უნდა მივუდგეთ.”
წყარო – ტაბულა
კომენტარები