„ირაკლი კობახიძე 24 წელს აღარავის გაახსენდება“, – ასე ეხმაურება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, საბა ბუაძე.
როგორც ბუაძე ამბობს, კობახიძე ამ განცხადებით ცდილობს, რომ საზოგადოებაში მოტივაცია დააგდო და დააჯეროს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. ბუაძის თქმით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნების გარანტორები საერთაშორისო პარტნიორები არიან.
„ირაკლი კობახიძე 24 წელს აღარავის გაახსენდება იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ხელისუფლებიდან გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“. ის ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებს, რომ ხალხში დააგდოს მოტივაცია და საზოგადოებას რამენაირად დააჯეროს, რომ არ იქნება ვადამდელი არჩევნები. მაშინ, როდესაც ვადამდელი არჩევნების გარანტორები ამ ქვეყანაში არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
კომენტარები